top of page

შობის ღამე 

ქრისტესშობა. ხორციელად შობაი უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.

სწავლება უფლის, ღვთის ძის, შობის შესახებ

გამოვედი მამისაგან და მოვედი ამ სოფლად (იოან. 16:28)

 

ძმებო, ძე ღვთისა, ერთარსი მამისა, საუკუნეთა უწინარეს მამისაგან შობილი უდედოდ, დროში დედისაგან იშვა უმამოდ. პირველი შობა ყოვლადწმიდა სამების მიუწვდომელი საიდუმლოებაა მარადისობაში, მეორე შობა კი - ღვთის ყოვლადძლიერებისა და კაცთმოყვარეობის მიუწვდომელი საიდუმლო დროში. უაღმატებულესი საიდუმლოება დროში შეესაბამება უაღმატებულეს საიდუმლოებას მარადისობაში. ამ უდიდესი საიდუმლოს გონების უმცირესი სინათლით წვდომა შეუძლებელია, ძმებო, ამიტომ დავკმაყოფილდეთ იმის ცოდნით, რომ ჩვენი ხსნა არ მოდის არც ადამინისგან და არც მიწიდან, არამედ ღვთიური უხილავი სამყაროს უაღმატებულესი სიმაღლეებიდან. ასეთია ღვთის მოწყალება და ასეთია ადამიანის ღირსება, რომ თავად ძე ღმერთი გარდამოხდა მარადისობიდან დროში, ზეციდან მიწაზე, დიდების ტახტიდან მწყემსთა გამოქვაბულში - რათა ეხსნა ადამიანები, ცოდვებისაგან განეწმინდა და დაებრუნებინა სამოთხეში. იშვა იგი მამისაგან, რომელთანაც ყველაფერი გააჩნდა და მოვიდა ამქვეყნად, რომელსაც მისთვის არაფრის მიცემა არ შეეძლო. გამოქვაბულში იშვა უფალი, რათა ეჩვენებინა, რომ მთელი სამყარო ის ბნელი გამოქვაბულია, რომლის განათებაც მხოლოდ მას შეეძლო. ბეთლემში იშვა უფალი (ხოლო ბეთლემი „პურის სახლს“ ნიშნავს) - რათა ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ის არის „ცხოვრების პური“ ღირსეულთათვის.

ჰოი, უფალო იესო ქრისტე, მარადიულო ძეო ცოცხალი ღვთისა და ძეო ქალწულ მარიამისა, გვაკურთხე ჩვენ და და აღგვავსე შენით! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი

St.Nino's Georgian Church in New York 

მოგვწერეთ

ტელეფონი

ემაილი

3775 18th Avenue, Brooklyn, NY, United States, 11218

©2035 by Brightside Church. Powered and secured by Wix

  • Grey Instagram Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Facebook Icon

მადლობა მოწერისთვის

bottom of page